კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 236 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 152 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 15 152 ტესტი.

16 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 247 025 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 231 385 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 916 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები