კრიმინალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 3 კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. უწყების ცნობით, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი.

კომენტარები