შინდისი

დიტო ცინცაძის "შინდისი" HBO Go-ზე გამოვიდა

ფოტო: IMDB

ქართული ფილმი "შინდისი" ევროპული სტრიმინგსერვისის HBO Go-ს მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდა.

"შინდისი" 2019 წელს დიტო ცინცაძემ გადაიღო ირაკლი სოლომანაშვილის სცენარით. სურათი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ ეპიზოდს ასახავს. სიუჟეტის ცენტრში მოწინააღმდეგის მიერ დაგებულ მახეში მოხვედრილი სენაკის ბატალიონის ჯარისკაცების ისტორიაა. სისხლიანი შეტაკების შემდეგ გადარჩენილ, მძიმედ დაჭრილ მებრძოლებს ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპანტებისგან მალავს.

შინდისის გმირების შესახებ ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამარ აბშილავა ასრულებენ. 

ცინცაძემ ვარშავის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო ფილმმა გრან-პრი მიიღო.

"შინდისი" საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე, "ოსკარზე" იყო წარდგენილი, თუმცა შორთლისტში ვერ მოხვდა. 

 

კომენტარები