კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საბედნიეროდ, თითქმის 1 თვეა, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის

საბედნიეროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის პროცესი, უკვე თითქმის ერთი თვეა, სტაბილიზაციისკენ მიდის. აღარ გვაქვს 5-6 ათასი შემთხვევა... ყოველდღიურად სხვადასხვა ინდიკატორები, რომლებიცაა დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო 1-2 კვირა ინციდენტობა – ყველაფერი მიდის დამშვიდებისკენ, ამიტომ, დაველოდოთ ჩვენ ბოლო დღეებს იანვრის და შემდგომ ეპიდსიტუაციის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. რაღაც შემსუბუქებები აუცილებელია და იქნება, მაგრამ რა დოზით და რა მასშტაბით [ვერ გეტყვით].

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის გეგმის წარდგენისას გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები