ენ ჰეთეუეი

ენ ჰეთეუეის საკუთარი სახელი სძულს

Mamamia

ენ ჰეთეუეიმ ჯიმი ფელონის შოუში საკუთარი სახელის შესახებ ილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა ოსკაროსან მსახიობს მომართვა "ენ" არ უყვარს.

"მსახიობთა გილდიის წევრი 14 წლის ასაკში გავხდი. რეგისტრაციის დროს სახელი მკითხეს ოფიციალურ საბუთებში რაც მიწერია ის ვუპასუხე, მეგობრები და ნაცნობები ყველანი ენის მეძახდნენ, მხოლოდ დედა იყენებდა "ენ"-ს, ისიც მაშინ, როდესაც რამეს დავაშავებდი. იმ დღის შემდეგ ყველა ენს მეძახის. "ენ"-ის გარდა რაც გინდათ ის დამიძახეთ. ყველა ჯერზე როდესაც "ენ" მესმის, მგონია, რომ ვიღაც ცოტა ხანში ჩხუბს დამიწყებს". – ამბობს მსახიობი.

ჰეთეუეიმ საყოველთაო პოპულარობა 2001 წელს, "პრინცესის დღიურებში" შესრულებული სადებიუტო როლით მოიპოვა. 2013 წელს მიუზიკლ "საბრალონიში" ქალის მეორე პლანის როლის შესრულებისთვის ოსკარის მფლობელი გახდა. 

კომენტარები