კორონავირუსი თურქეთში

თურქეთის პრეზიდენტი COVID-19-ზე აიცრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი COVID-19-ზე აიცრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხუთშაბათს COVID-19-ის ჩინური CoronaVac ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

"მეც ავიცერი". - წერს ერდოღანი თავის Telegram-არხზე.

"მჯერა, რომ, თუ ყველა პოლიტიკური ლიდერი, პარლამენტის წევრები წაახალისებენ ვაქცინის გაკეთებას, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება". - უთხრა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მასთან ერთად აიცრა მმართველი პარტიის სამართლიანობისა და განვითარების წევრების ნაწილი .

პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპისთვის თურქეთში აიცრა მედიცინის სფეროს 250 000 მუშაკი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე აიცრება მედიცინის სფეროს 1.1 მილიონი წარმომადგენელი .

ჩინური წარმოების ვაქცინის ადმინისტრირება ორ ეტაპად მოხდება. პირველი და მეორე დოზების გაკეთებას შორის დაშორება 28 დღეა. ისინი, ვინც COVID-19 გადაიტანა, გამოკანმრთელებიდან 4-6 თვის მანძილზე არ აიცრებიან.

პანდემიის დაწყების შემდეგ დღემდე თურქეთში კორონავირუსის 2 364 801 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 495 ადამიანი.

კომენტარები