არქეოლოგიური აღმოჩენა

ინდონეზიის გამოქვაბულში 45 500 წლის წინანდელი ნახატი აღმოაჩინეს - ღორის გამოსახულება

 Maxime Auber

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე არქეოლოგებმა გამოქვაბულში უძველესი კედელზე დახატული ღორი აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით, ნახატის ასაკი, სულ მცირე, 45 500 წელია. დღეისთვის ის უძველეს დახატულ ცხოველად მიიჩნევა.

ღორი გამოქვაბულის კედელზე მოწითალო ფერის პიგმენტით არის დახატული და როგორც ჩანს, ორ სხვა ღორს უპირისპირდება.

კუნძულ სულავესიზე მრავლადაა ქვიშაქვის გამოქვაბულები და აქ უძველესი მხატვრობის რამდენიმე ნიმუშია შემორჩენილი. 2019 წელს კუნძულზე აღმოაჩინეს 43 900 წლით დათარიღებული კედლის მხატვრობა - ნადირობის სცენა, ხოლო 2014 წელს არქეოლოგებმა 40 000 წლის წინანდელი ადამიანის ხელის ანაბეჭდები იპოვეს.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ უძველესი კედლის მხატვრობა, აბსტრაქტული სიმბოლოებით გამოსახული ნახატებიევროპაში გაჩნდა 40 000 წლის წინ, 35 000 წლის წინ კი კედლის მხატვრობა უფრო დახვეწილი იყო და უკვე გვხდება ცხენებისა და სხვადასხვა ცხოველების გამოსახულებები.

კომენტარები