აშშ

ლედი გაგა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე აშშ-ს ჰიმნს იმღერებს

20 იანვარს ცნობილი მომღერალი, ლედი გაგა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე აშშ-ს ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს

ინაუგურაციაზე ჯენიფერ ლოპესიც იმღერებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ბაიდენის ინაუგურაციის საბჭო.

ლედი გაგა ჯო ბაიდენის მხარდამჭერ კამპანიაშიც იღებდა მონაწილეობას. 

ბაიდენის ინაუგურაციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ 20 იანვარს მსახიობი ტომ ჰენქსი სპეციალურ სატელევიზიო გადაცემას წაიყვანს.

გადაცემას ინაუგურაციის შემდეგ ეთერში გადასცემენ CBS, ABC, CNN, NBC და MSNBC. ის 90 წუთს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სახეები, მათ შორის ბონ ჯოვი, დემი ლოვატო, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ენტ კლემონსი და სხვები.

გადაცემაში გამოჩნდებიან ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისიც.

პანდემიის გამო გაუქმდა ტრადიციული აღლუმი და მეჯლისი.

ბაიდენის ინაუგურაციის საბჭომ გასულ თვეს საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ დაესწრონ ღონისძიებას კორონავირუსის პანდემიის გამო.

6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ ვაშინგტონის მერი, მიურიელ ბოუერსი, ამერიკელებს აფრთხილებს, რომ თავი შორს დაიჭირონ დედაქალაქისგან, რადგან, მისი თქმით, არსებობს საფრთხის რისკი. 

Airbnb-მ 13 იანვარს დააანონსა, რომ ინაუგურაციის კვირას ვაშინგტონში ყველა ჯავშანს გააუქმებს. 

 

კომენტარები