ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან

ბოკერია: ივანიშვილმა იცის, შარშია ეს ქვეყანა და თავისი ჭკუით, გზას იტოვებს გასარიდებლად

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლით არაფერს თმობს, მხოლოდ იტოვებს გზას, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას გაერიდოს.  

ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

"საერთოდ არც კი განვიხილავ ივანიშვილი მიდის თუ არა, მართვა მას არც არასდროს უნდოდა, იმიტომ, რომ ეზარება, მაგრამ კონტროლი ყველა შტოზე მას ჰქონდა და აქვს. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რატომ გააკეთა ეს. 

მას აქვს ეს ყნოსვა, რომ დიდ შარშია ქვეყანა და ის, რომ რისკები დიდია და მან უნდა დაიტოვოს გზა, თავისი ჭკუით, გასარიდებლად, ეს ნაბიჯია ეს". – ამბობს ბოკერია. 

"ის დანარჩენი ორი ვინ არის?!" - ასე პასუხობს ბოკერია, ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ივანიშვილი მის ღია წერილში თავად მას გულისხმობს, როცა წერს, რომ "2-3 კაცია ოპოზიციაში, ვინც ძალადობს და ამუნათებს ოპოზიციას". 

11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა. გადაწყვეტილებაზე მან მოგვიანებით, 12 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუა, თუ არ ჩავთვლით უცხოურ გამოცემებს, რომელთაც უკვე შეუთანხმდა. 

კომენტარები