ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ნისლი, ქარბუქი - როგორი ამინდი იქნება 17 იანვრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

კომენტარები