აშშ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის უფლებამოვალეობის პენსზე გადასვლას

Time

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი და თავად შეასრულოს პრეზიდენტის უფლებამოვალეობები, 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე. 

რეზოლუციისთვის კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ნენსი პელოსისთვის, გაგზავნილ წერილში მაიკ პენსმა უარი თქვა კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედებაზე.

ოთხშაბათს კონგრესში იგეგმება დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი იმპიჩმენტის რეზოლუციისთვის კენჭისყრა. მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების შეჭრის დღეს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სრულიად მისაღები იყო და დემოკრატების მცდელობას, მისი იმპიჩმენტი მოაწყონ, ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, "სასაცილო" უწოდა.

"ვფიქრობ, [იმპიჩმენტის პროცედურა] უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და იწვევს უზარმაზარ ბრაზს. მე არ მსურს ძალადობა". – თქვა მან თეთრი სახლის დატოვებისას. ტრამპი ტეხასის შტატში გაემგზავრა, სადაც მოინახულებს მექსიკის საზღვარზე აშენებული კედლის ერთ-ერთ ნაწილს.

კომენტარები