ლელო

ჯაფარიძე: ხალხმა ივანიშვილი აირჩია, მისი წასვლით ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა დგება

როდესაც ჩვენ ბოიკოტი დავიწყეთ, დავიწყეთ იმის გამო, რომ დავინახეთ, როგორ დამახინჯდა არჩევნების შედეგები. დავინახეთ, რომ შედეგები, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა, აბსოლუტურად არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას და ის იმდენად დამახინჯდა, რომ უკვე მეორე ტურებს აზრი დააკარგვინა. შესაბამისად, მეორე ტურებში მანდატები კონკურენციის გარეშე მოიპოვეს ქართული ოცნების კანდიდატებმა. 

ამ ვითარებაშიც კი, როდესაც დამახინჯდა შედეგები, 48% ჰქონდა ქართულ ოცნებას. ანუ ოპოზიციამ მიიღო უფრო მეტი პროპორციულ არჩევნებში. ამ 48%-ში, რა თქმა უნდა, ლომის წილი იყო ბიძინა ივანიშვილის ხმები. ამ ხმების დიდი უმრავლესობა იყო ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული. ჩემი ლოგიკით, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანებმა ვისაც მისცეს ხმა, ის ადამიანი პოლიტიკიდან წავიდა, ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ დგას. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. ეს ყოველთვის ასეა – როდესაც ადამიანს აირჩევენ და ის გადადგება, ინიშნება ვადამდელი არჩევნები...

ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს. 11 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში ბიზნესმენი მეორედ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა. 

კომენტარები