ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინა, მას 16 იანვრის ყრილობაზე აირჩევენ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდება. მისი კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ უკვე წარადგინა.

პარტიის ყრილობა 16 იანვარს გაიმართება. სწორედ იქ აირჩევენ როგორც თავმჯდომარეს, ისე პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

დღევანდელ სხდომაზე პოლიტსაბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია.

ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები