ივანიშვილის წერილი

კალაძე ივანიშვილზე: მადლობა მას, ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა მიიღო

ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება, არამარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.

დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.

ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია, "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება.

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად.

და ბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის...

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს facebook-ზე ეხმაურება. ივანიშვილი წერილში ირწმუნება რომ პოლიტიკიდან მიდის. 

კომენტარები