ივანიშვილის წერილი

კობახიძე: ბატონ ბიძინას ჰქონდა ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს, მას ჰქონდა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეტანილი დემოკრატიულ გარდატეხაში, ის იყო სწორედ ავტორი ამ დემოკრატიული გარდატეხის, შესაბამისად, ეს იყო მისი ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური რესურსი, თავი რომ დავანებოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად, 3-მილიარდიანი ქველმოქმედება, რომელიც მას აქვს გაწეული საქართველოში.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან, მისი რესურსის გათვალისწინებით არის ბუნებრივია, ძალიან სერიოზული გამოწვევა გუნდისთვის, ახლა არის მეტი პასუხისმგებლობა გუნდზე და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური გუნდი ქართული ოცნება სათანადოდ გაართმევს თავს ამ გამოწვევას...

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე. ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები