ივანიშვილის წერილი

კობახიძე: ქართული ოცნების სამომავლო გეგმებზე დღეს, 5 საათზე გაიგებთ

"დღეს, 5 საათზე გაიგებთ ყველაფერს". – ასე პასუხობს ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს  ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე. 

"დღეს, 5 საათზე პარტიის ოფისში გაიმართება ბრიფინგი, სადაც გაიგებთ ყველაფერს პარტიის სამომავლო გეგმებზე. მანამდე კი კომენტარებს ვერ გავაკეთებთ". – თქვა კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე. 

დღეს, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები