ბიძინა ივანიშვილი

კუჭავა: ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ივანიშვილის მიზანი არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა

ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკაში მოსვლა და ის დაპირებები, რომლებიც დაასრულებდა ძალადობრივ რეჟიმს, რაც მან განახორციელა. ასევე, მისი დაპირება, რომ უზრუნველყოფდა, რომ არ იქნებოდა განხორციელებული რევანში, რომელიც სამწუხაროდ, ყველა წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ხოლმე და ესეც უზრუნველყო. მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, მოხდა ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსის გაძლიერება...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც ის ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

კომენტარები