ივანიშვილის წერილი

ივანიშვილი: ქართულ ოცნებას ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს, როცა ახალი პოლიტიკური ძალა აჯობებს

"დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს ქართულ ოცნებას და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება". – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს, რომელიც მან ცოტახნის წინ გაავრცელა და სადაც ირწმუნება, რომ ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

"გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ "ქართული ოცნება" დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით". – წერს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 2013 წელს ივანიშვილი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუკი ამის გარდაუვალი საჭიროება დადგებოდა და თავის დაბრუნებას ერთგვარ "მეორედ მოსვლას" ადარებდა. 

ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წელს დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.  

კომენტარები