ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია

ბიძინა ივანიშვილი
GETTY IMAGES

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საზოგადოებას ცოტახნის წინ ღია წერილით მიმართა, სადაც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის, თვლის, რომ მის მიერ დეკლარირებული ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. 

"ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს". – წერს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ვრცლად - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები