ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს, სადაც ირწმუნება, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე აღარ იქნება და პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.
როგორც ივანიშვილი წერს, მისი მისია შესრულებულია და ის 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად ის საკუთარ ასაკსაც ასახელებს.
"სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას" . – წერს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ვრცლად - წაიკითხეთ აქ.