ხანძარი

მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა "ჩემპიონის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი 

მუხიანის დასახლებაში, გობრონიძის ქუჩაზე, ბაზრობა "ჩემპიონის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე იყო გავრცელებული, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

სულ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 21 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა  აფეთქების საფრთხე დროულად აღიკვეთა. ასევე, მოხერხდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები