აშშ-რუსეთი

მიკსი: წინ აღვუდგებით რუსეთის თავდასხმებს NATO-ს მთავარ მოკავშირეებზე, საქართველოზე

გრეგორი მიკსი
AP

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსალოდნელ პოლიტიკაზე ისაუბრა.

გრეგორი მიკსმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგებოდა ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, მათ შორის საქართველოზე, რუსეთის თავდასხმებს და არ მიუდგებოდა პუტინს შემწყნარებლობით.

"ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი [რუსეთი] ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებსა და დემოკრატიებს მთელს ევროპაში. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში ხდება, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდით დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით". – თქვა გრეგორი მიკსმა ინტერვიუში.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან. აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

კომენტარები