აშშ-საქართველო

მიკსი: დადექით ერთად დემოკრატიის შენარჩუნებისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის

გრეგორი მიკსი
Shutterstock

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

გრეგორი მიკსმა აღნიშნა, რომ ქართველმა კოლეგებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე და არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაზე. წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა დემოკრატიულ პროცესში ხალხის როლზე და აღნიშნა, რომ "გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმას მოაქვს".

"ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტი ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა და არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს". – თქვა გრეგორი მიკსმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები