ინდონეზიური ბოინგი, რომელზეც 62 ადამიანი იმყოფებოდა იავის ზღვაში ჩავარდა

ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ გაუჩინარებულმა ავიალაინერმა იავის ზღვაში კატასტროფა განიცადა. - განაცხადა  ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა, ბუდი კარია სუმადიმ. 

მისი თქმით, ავიაკომპანია SriwiJayas-ს კუთვნილი, ბოინგის ნარჩენები კუნძულ მალეს მახლობლად აღმოაჩინეს. თვითმფირნავში 62 ადამიანი იმყოფებოდა. მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა ათასი კუნძულის არქიპელაგის მიმდებარე ტერიტორიაზე განიცადა. 

ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მეთევზის თქმით, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და მისი ნამსხვრევები ზღვაში ჩაცვივდა. 

თვითმფრინავი ჯაკარტიდან კუნძულ კალიმანტანისკენ მიემართებოდა. FlightRadar-ის მონაცემებით, აფრენის შემდეგ თვითმფრინავმა მალევე შეიცვალა ტრაექტორია და იავის ზღვის მიმართულებით მოძრაობდა, რაღაც პერიოდით თვითმფრინავმა მოახერხა სიმაღლის აკრეფა 3 კილომატრამდე, თუმცა მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში იგი პრაქტიკულად ზღვის დონემდე ჩამოვიდა და საბოლოოდ რადარებიდან გაქრა. 

ბორტზე მყოფი 62 ადამიანიდან 6 ეკიპაჟის წევრი იყო. 

კომენტარები