2021 წელს გარდაცვლილები

"პოლიციის აკადემიის" მსახიობი, მარიონ რემსი გარდაიცვალა

The Independent

73 წლის ასაკში გარდაიცვალა "პოლიციის აკადემიის" ვარსკვლავი, მარიონ რემსი. მსახიობის აგენტის თქმით, სიკვდილის მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

რემსის სამსახიობო კარიერა ბროდვეის მიუზიკლებით დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას "პოლიციის აკადემიის" ექვს ნაწილში ოფიცერ ლავერნ ჰუქსის როლმა მოუტანა. მისი გმირი მორიდებული პოლიციელია, რომელიც ჩურჩულით ლაპარაკობს და მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში ახერხებს ხმის ამაღლებას. მსახიობი ასევე მონაწილეობდა სერიალებში "ბევერლი ჰილზი 90210" და "ადამსების ოჯახი".

"პოლიციის აკადემიის" პირველი ნაწილი ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. კომედიის მთავარი გმირები პოლიციის აკადემიის ერთი შეხედვით შეუფერებელი კადეტები არიან. სურათს კიდევ ექვსი გაგრძელება მოჰყვა. 

კომენტარები