შსს

სენაკში 32 წლის კაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

სამეგრელო-ზემო სვანეთში, სენაკში, სოფელ კოტიანეთში 32 წლის კაცი ყელგამოჭრილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამამ ნახა, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია საკანცელარიო დანა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები