ნინო ანანიაშვილი

სააკაშვილი ანანიაშვილზე: პირადი არჩევანია, მაგრამ გამართლება არ აქვს

სოხუმი ჩემთვის არის სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანუკვარი ნაწილი, სოხუმი არის ჩემთვის ქართული იერუსალიმი, აქვს ოკუპირებული რუსეთს. 

როდესაც საფრანგეთი ჰქონდა გერმანიას ოკუპირებული, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, კაბარეებში კარგად უნდა გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა, ომი კი გვქონდა შემოვიდნენო... მე არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა.

ეს არის პირადი არჩევანი, მაგრამ ამას გამართლება არ აქვს. გული მისკდება, ახლა რომ ვუყურებ, გალში როგორ იწვის ჩვენი სახლები, გული გახეთქვაზე მაქვს...

ამბობს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მთავართან ინტერვიუში ნინო ანანიაშვილზე საუბრისას. ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს და ამავე დროს, ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. "გერმანიასთანაც გვქონდა ომი, მაგრამ ხომ არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვემეგობროთ". - ასე განმარტა მან გადაწყვეტილება.

კომენტარები