გვაღირსა საშობაო ეპისტოლე ილია მეორემ და დაგვმოძღვრა: ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვაო. ექიმების რჩევებს ღვთის მცნებებს უპირისპირებს პატრიარქი მსოფლიო პანდემიის დროს, როცა ვირუსის ახალი შტამია კიდევ შემოსული, გაცილებით გადამდები და ყოველდღიურად საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იგუდება. პატრიარქის ღმერთის რომელი მცნებები უნდა დავიცვათ? ფურთხში მოზელილი ტალახი შევიზილოთ, რა კორონა, რა მორონა, რეგულაციები მასონებისაა, ზიარების კოვზთან შეხებითაც განვიკურნებით, ეკლესიაში ვირუსი ვერ შეაღწევს, შობის წირვების შემდეგ ღრეობები მოვაწყოთ და მრევლი რომ ეტყვის გათხლეშილ მამა საბა ჭიკაიძეს: გინდა კორონა და გინდა ისო, ჩვენც მამაოსავით დემონურად გავიღრიჭოთ თუ კიდევ აქვთ რამე ბრძნული? პატრიარქის დაბადების დღეზე, 4 იანვარს, ვიწრო წრეში, თენგიზ ცერცვაძე საბჭოთა სტილში რომ მიმართავს ილია მეორეს, თქვენმა სიბრძნემ საერთაშორისო საზოგადოება გააოცაო, ესეც ღვთის მცნებაა? რატომ უპირისპირებს ერის მამა ექიმების რჩევებს ღვთის მცნებებს? საკუთარ ძალაუფლებას იმაგრებს ადამიანების სიცოცხლის საფასურად. სულ ესაა.
tbl.ge/5ddn
დაკოპირდა

წერს ბასილ კობახიძე თავის Facebook-გვერდზე
ამავე თემაზე
- საპატრიარქო მიტროპოლიტ ანდრიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება
- TV პირველი და ფორმულა მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ
- სამების გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს გამართავს, იგალობებს პაპის წირვის შემდეგაც
- საპატრიარქო: მეუფე სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია
- მეუფე სტეფანე უგონოდ იპოვეს საკუთარ კელიაში, ახლა კლინიკაშია – მსოფლიო საეკლესიო სიახლენი




