რადგან ასეთი დიდი დღესასწაულია, ცოტა უფლებას მივცემ თავს, რომ ვიხუმრო. ოღონდ, მართალ ამბავს გეუბნებით. თურმე, ასე გაირკვა ახალი ამბავი, რომ ნოეს დროს, როდესაც ნოემ კიდობანი ააშენა, გავრცელებულა ხმა, რომ არ შეხვიდეთ კიდობანში, პანდემია გადაგედებათო. არ შევიდა ხალხი. ხომ იცით, 8 ადამიანი შევიდა მარტო და რაც მოხდა, მერე ყველამ იცით...
ასე რომ, მობრძანდით ეკლესიაში, ეს არის ნოეს [კიდობანი] საერთოდ, მართლა ასეა, იცით? ტაძარი სიმბოლურად აღნიშნავს ნოეს კიდობანს. ვინც ტაძარში შევა, იმიტომ შედის, რომ გადარჩეს ადამიანი და იმიტომ არ შედის, რომ დაიღუპოს...