ლარის კურსი

$40 მლნ-ის გაყიდვის ფონზე, ლარი დოლართან მხოლოდ 0.7 თეთრით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

40 მლნ აშშ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი დოლართან მხოლოდ 0.73 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.88 თეთრით გაუფასურდა.

6 იანვრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  3.3001 ლარია, 1 ევროსი -  4.0713 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

კომენტარები