ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, გაგრაში ხანძარია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, გაგრაში ხანძარია. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Sputnik-ის აფხაზეთის ბიურო ავრცელებს.

ხანძარი ტყეში გაჩნდა. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მის ჩაქრობას რთული რელიეფი ართულებს და ხანძრის მასშტაბი ამ დრომდე უცნობია.

მანამდე ხანძარი გაჩნდა გალის რაიონში. დე ფაქტო მთავრობაში განაცხადეს, რომ გალის რაიონში მოახერხეს ხანძრის კერების ნაწილის ლიკვიდაცია. მათივე თქმით, ხანძრების გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია.

ოკუპირებული გალის რამდენიმე სოფელში ხანძარი 4 იანვარს გაჩნდა. მოგვიანებით ძლიერი ქარის შედეგად დასახლებულ ადგილებშიც გავრცელდა. დაზარალდა 9 სოფელი.

კომენტარები