ოკუპირებულ აფხაზეთში წვიმამ ხანძრის ყველა კერა ჩააქრო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის აფხაზური ოფისი ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის დე-ფაქტო სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"წვიმა წამოვიდა და ხანძარი სრულად ჩაქრა. მინისტრმა თქვა, რომ პრინციპში სიტუაცია მართვადი და კონტროლირებადი იყო". – უთხრა პროპაგანდისტულ მედიას დე-ფაქტო სამინისტროს პრესმდივანმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე სხვადასხვა კერაზე ხანძარი დეკემბრის შუა რიცხვებიდან გაჩნდა, იანვრის დასაწყისში კი ჯერ ოკუპირებულ გალის რაიონში გავრცელდა, მოგვიანებით კი გაგრაშიც. საოკუპაციო რეჟიმი ჯერჯერობით არაფერს ამბობს ხანძრის ზიანის სრულ მასშტაბზე.





