კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 2 316 ახალი შემთხვევიდან თბილისში 961 დადასტურდა, იმერეთში – 420

iStock [illustration]

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 14 511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით.

5 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 232 079 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 222 787 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 646 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები