კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 594 ახალი შემთხვევიდან თბილისში 226 დადასტურდა, იმერეთში – 87, აჭარაში – 64

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 226, აჭარა – 64, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 20, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 3 845  ტესტი ჩატარდა, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.

4 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 229 763 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 222 405 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 628 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები