ხანძარი

წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში ხანძარია, ტყის ქვედა საფარი ორ კერად იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ორ კერად, 100 და 200 მეტრ სიგრძის ზოლზე იწვის. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის. თუმცა, რთული რელიეფისა და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო-ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე მაშველები ქვეითად გადაადგილდებიან. 

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, ღამის განმავლობაში გაგრძელდება ზედამოხედველობა და ხილვადობის აღდგენისთანავე ქრობის სამუშაოები განახლდება. 

კომენტარები