ახალი წელი 2020

თურნავა: გილოცავთ ელექტროსისტემის სადისპეტჩეროდან, აქ ჩქეფს ჩვენი ენერგეტიკული გული

ვულოცავ საქართველოს ამ ახალ წელს აქედან, ელექტროსისტემის მთავარი სადისპეტჩეროდან, სადაც ჩქეფს ჩვენი ენერგეტიკული გული, საიდანაც იმართება ყველა ჩვენი ენერგეტიკული ხაზი, აქედან არის უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების უწყვეტი ენერგომომარაგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ოჯახი საქართველოში უსაფრთხოდ და საიმედოდ იყოს მომარაგებული და, აგრეთვე, იმისთვის, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყოს, მიუხედავად ყველა ცვლილებისა ტარიფში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი მოცემულობა არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოსახლეობას ახალი წელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მიულოცა.

კომენტარები