კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ჩცდ-ს დღის ეთერში გაშვების გამო დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა სერიალ ჩემი ცოლის დაქალების დღის ეთერში ჩვენების გამო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ტელეკომპანიის ცნობით, კომისიას საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა, რომელიც, ფორმულას ინფორმაციით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთანაა ასოცირებული.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც ეკლესიის მხრიდან არცერთხელ არ დაქვემდებარებია კანონიკურ სანქციას. 

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ფორმულამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია, რადგან ჩემი ცოლის დაქალები დღის ეთერში გავიდა და სერიალში არანორმატიული ლექსიკაა გამოყენებული.

2019 წლის სექტემბერში ბავშვთა უფლებათა კოდექსსა და თანმდევ კანონებში, მათ შორის, მაუწყებლის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, ინტერნეტში "ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება უნდა შეიზღუდოს". როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, "ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს".

რა წერია და რა მიზანი აქვს ბავშვის დაცვის მოტივით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები