შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სამათალდამცველებმა 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პასუხისგებაშია მიცემული ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე პოლიციამ გამოავლინა ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია.
ჭელიძის ცნობით, უკანონო ბრუნვიდან 2020 წელს სულ ამოღებულია 89 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილოგრამი კოკაინი, 7 000 აბი სუბუტექსიდა სუბოქსინი და 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.