დარწმუნებული ვარ, 2021 წელი იქნება უკეთესი და ჩვენ დავინახავთ ჩვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგს ჩვენი მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქალაქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, უყვართ და უხარიათ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ, პირველ რიგში ჯანმრთელობა, რომელიც კიდევ უფრო დავაფასეთ. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და გაძლიერება, რომელიც განსაკუთრებით სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას. ბედნიერება და ღიმილი, რადგან ამის გარეშე არაფერს აქვს ფასი და ღიმილის და ბედნიერების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რაც არ უნდა რთული ბარიერების გადალახვა გვიწევდეს და სირთულეები გვხვდებოდეს ცხოვრებაში...
tbl.ge/5d4g
დაკოპირდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წელი შეაჯამა და თანამშრომლებსა და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ამავე თემაზე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი




