კორონავირუსი საქართველოში

1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში 743 დადასტურდა, იმერეთში – 301, აჭარაში – 115

OXFORD UNIVERSITY / BBC

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 743 თბილისში აღირიცხა, 115 – აჭარაში, 301 – იმერეთში,  100 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში – 123,  გურიაში – 46, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 107, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 8. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 494 ადამიანი.

30 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 225 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 210 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 481 კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები