ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: არ მინდა მოხვიდეთ მელიას ან სააკაშვილის პარტიაში – ერთად დავსხდეთ მაგიდის გარშემო

ნაციონალურ მოძრაობას აქვს მყარი ელექტორალური მხარდაჭერა, კამპანია რომ არ ჩავატაროთ, დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით 350 000 ხმას ავიღებთ. კამპანია მატებს ხომ ამომრჩევლებს, ავიღეთ 525-530 000 ხმა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვარ, სხვა ლიდერების მიმართ, ხატიას [დეკანოიძე] მიმართაც დარწმუნებული ვარ, ასეთი განცდების გაზიარება ხდებოდა, არ გვენდობოდნენ საკმარისად. 

[...] ახლა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რანგში მეტი დამაჯერებლობა მაქ საზოგადოების ამ ნაწილთან, რომ მე უბრალოდ მინდა, თქვენ მოხვიდეთ არა ნიკა მელიას პარტიაში, არა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში, არამედ მოხვიდეთ, ერთად დავსხდეთ მაგიდის გარშემო და ერთად განვსაზღვროთ ამ მოძრაობის პოლიტიკა...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები