კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სტუმრად ნუ ივლით, მაგიდასთან ნიღბით ხომ არ ვიქნებით, ქართულ სუფრაზე ნიღბებით არ არიან

ახალ წელს რაც შეიძლება ნაკლები ვიაროთ ერთმანეთთან სტუმრად.

როგორც სხვა დროს, აქაც მთავარი არის რა - ადამიანები ერთმანეთს რომ შეხვდებიან, არავინ ვიცით, ვინ არის ინფიცირებული, მაგიდასთან რომ დავსხდებით, ნიღბებით არ ვიქნებით, ხო? ქართულ სუფრასთან ნიღბებით არ არიან, ეს არის ყველაზე მაღალი რისკი გადადების.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ ახალი წელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები