ცხოველთა თავშესაფარი

მიუსაფარმა კაცმა ცეცხლწაკიდებული თავშესაფრიდან 16 ცხოველი გამოიყვანა

Bored Panda

ატლანტაში მცხოვრებმა მიუსაფარმა კიტ უოქერმა 18 დეკემბერს, ცხოველთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის დროს 16 ცხოველი გადაარჩინა.

53 წლის უოქერი ცეცხლწაკიდებულ შენობაში რამდენჯერმე შევიდა. გადარჩენილია 6 ძაღლი და 10 კატა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შემეშინდა, მაგრამ გამბედაობა მოვიკრიფე და შენობაში შევედი. ალბათ, ღმერთს სურდა, რომ ცხოველები გადამერჩინა. ძაღლი თუ გიყვარს, ნებისმიერ არსებას შეიყვარებ. ჩემი ძაღლი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი და ამდენ ცხოველს ვერ გადავარჩენდი". – ამბობს უოქერი.

კომენტარები