აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი

ხოფერია მინისტრად დანიშვნაზე: ჩემს კვალიფიკაციაზე ვერ ვისაუბრებ, დავამთავრე თსუ

მე ჩემს კვალიფიკაციაზე ვერ ვისაუბრებ, დავამთავრე თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი და შემდგომ სადაც ვმუშაობდი, ჩემი საქმიანობის შესახებ ინფრომირებულები ხართ. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ეს იმდენად მრავალმხრივია, მოიცავს განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, აფხაზეთში ისტორიული მემკვიდრეობის მიმართულებებს... დღეს პირველი დღეა და ვერ გეტყვით, მომავალი 100 დღის განმავლობაში რა გეგმით წარვსდგები, ალბათ, ცოტა დრო დამჭირდება, რომ ეს ყველაფერი საფუძვლიანად ჩამოვაყალიბო...

ასე პასუხობს ტაბულას კითხვას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია, თუ რამდენად კვალიფიციურია ამ თანამდებობისთვის და აქვს თუ არა გეგმა, თუ რას გააკეთებს პირველს, ანდა რა საკითხებს დაუთმობს დროს მინისტრობიდან პირველი 100 დღის განმავლობაში.

კომენტარები