კახიშვილი: თუ ბანკები არ იფიქრებენ შეღავათებზე, ისინი დაანგრევენ ამ ქვეყნის ეკონომიკას

ვინაიდან, ამ პანდემიის გამო პრაქტიკულად 1 წელი ბიზნესი გაჩერებულია და ძალიან ბევრი ნაწილი ბიზნესმენების უკვე გაკოტრების პირასაა მისული. ერთის მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორეს მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ, იმიტომ, რომ არ არსებობს შემოსავლები და ამავდროულად, რაღაც ბუნდოვან პასუხებს იღებენ ბანკებისგან და დიდად ვერაფერს ვერ ეხმარებიან ბანკები და პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა რაღაც სახელმწიფოებრივი მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად დაეხმაროს ბიზნესს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, სასტუმროებს, გამოდის, რომ ქვეყანაში ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც ცოტა შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ. თუ ბანკები დღეს არ იფიქრებენ რაღაც ტიპის კონკრეტულ შეღავათებზე, ისინი დაანგრევენ ამ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ ჯობია,  დღეს ცოტა ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე დღეს მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები და დაანგრიონ ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ვეღარ აღდგება...

ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახი კახიშვილმა ბიუჯეტის განხილვისას კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ დასვა კითხვა. პარლამენტარის თქმით, ბანკები საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ და ანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას.

კომენტარები