საქართველოს საპატრიარქო

კობახიძე: ლაშა ჟვანია მაგალითია, პირმოთნეობას როგორ მიჰყავს ადამიანი მკრეხელობის მორევში

 "ზღვარგადასულ პირმოთნეობას როგორ მიჰყავს ადამიანი მკრეხელობის, ღვთის გმობის და მწვალებლობის მორევში, ამის მაგალითია". – წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე ისრაელში საქართველოს ელჩზე, ლაშა ჟვანიაზე.

"ქართველმა ერმა მას სრულიად საქართველოს ცეცხლფარეში უწოდა, რადგან ყოველწლიურად, სწორედ მის აღმატებულება ლაშას ჩამოაქვს საქართველოში ზეციური ცეცხლი იერუსალიმიდან. ცეცხლფარეში ლაშა პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს ასე ულოცავს: ''საქართველოსთვის დანთებული შეურყვნელი სანთელი და ყოველთა ქართველთათვის ღვთისადმი ლოცვად აღპყრობილი ხელები ხარ ზეციური საქართველოს სიხარულო და მიწიერი საქართველოს სასოებავ, უწმიდესო და უნეტარესო, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო კათოლიკოს-პატრიარქო ჩვენო''

სემინარიის აკადემიურად ყველაზე ჩამორჩენილი სტუდენტისთვისაც კი ცხადია, რომ ეს სიტყვები სკანდალური მკრეხელობაა ბატონი ელჩის მხრიდან. რა შეურყვნელი სანთელი, ქართველების ლოცვად აპყრობილი ხელი, მით უმეტეს კი ზეციური საქართველოს სიხარული? პატრიარქს ხომ სემინარიის პირველი კურსის სტუდენტზე გაცილებით მეტი თეოლოგიური განათლება აქვს? დარწმუნებული ვარ, მისი აღმატებულება ლაშას ზემოთმოყვანილი პირმოთნე წერილი მან შეურაცხყოფად აღიქვა". – წერს ბასილ კობახიძე.

კომენტარები