აშშ-საქართველო

საქართველოს აშშ-სგან $132 მლნ. დახმარება სახელმწიფო მდივნის ანგარიშის შემდეგ გადაეცემა

Time

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2021 წლის ბიუჯეტის კანონს, რომლითაც საქართველო აშშ-სგან დახმარების სახით 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დახმარება საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ საბიუჯეტო კომიტეტისათვის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გადაეცემა. ანგარიში ბიუჯეტის დამტკიცებიდან 90 დღის ვადაში უნდა მომზადდეს და უნდა შეეხებოდეს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

კანონში გამოყოფილია განვლილი არჩევნების კონტექსტი, კერძოდ, ბიუჯეტის კანონის განმარტებით დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ ანგარიში უნდა მოიცავდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის პირველი იანვრის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მათ შორის ბოლო არჩევნების მეშვეობით, კორუფციასთან ბრძოლასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას კერძო სექტორში, რათა საგარეო ინვესტიციების კლიმატი შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

კომენტარები