კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პირველი დეკემბრის შემდეგ ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 2-ჯერ შემცირდა

ინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში იკლებს.  ჩვენ თუ დეკემბრის პირველი 5 დღის საშუალო გვქონდა დადებითობის პროცენტი ტესტირებაზე, 28-დან 29%-მდე, დღეს ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 13.5%-ზე. ასევე, თუ შეადარებთ პირველ დეკემბერს დადებითობის მაჩვენებელს, იყო 26%,  26 დეკემბერს დადებითობის პროცენტი გვქონდა 13%. 

ყველა ეს ინდიკატორი - ინციდენტობის შემცირება 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებლის ქვესვლა, ეს მიუთითებს, რომ ინფიცირება ქვეყანაში მცირდება. ასევე, თუ შეადარებთ ზარებს ცხელ ხაზზე, 112-ზე, ნახავთ, რომ ნაკლები მიმართვიანობაა კოვიდის გამო და ნაკლები მიმართვიანობაა ასევე პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. 

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ოდნავ სიტუაცია მშვიდდება ქვეყანაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გამწვავდეს...

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. 

კომენტარები