კორონავირუსი საქართველოში

538 ახალი შემთხვევიდან თბილისში 257 დადასტურდა, აჭარაში – 68, იმერეთში – 55

armradio.am

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 538 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 257 თბილისში აღირიცხა, 68 – აჭარაში, 55 – იმერეთში,  16 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში – 29,  გურიაში – 14, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 2. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი.

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები