ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პომპეი

არქეოლოგებმა პომპეიში ქუჩის კვების უძველესი რესტორანი აღმოაჩინეს [PHOTOS]

კვირა, 27 დეკემბერი, 2020 - 17:59
AP
tbl.ge/5czv
დაკოპირდა

არქეოლოგებმა პომპეიში უძველესი ქუჩის კვების რესტორანი აღმოაჩინეს. თერმოპოლიუმი, რომელიც ლათინურად ცხელი სასმელების დახლს ნიშნავს, აღმოაჩინეს არქეოლოგიურ პარკ Regio V-ში, რომელიც მნახველებისთვის ჯერ არ გაუხსნიათ.

ტერაკოტის ქილებში 2000 წლის წინანდელი საკვების კვალი აღმოაჩინეს. დახლის ფერადი ფრესკებით არის გაფორმებული, რომლებზეც სხვადასხვა ცხოველებია გამოსახული, მათ შორის ქათამი და იხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, იმ კერძების ინგრედიენტებია, რომლებიც რესტორანში მზადდებოდა.

"ეს გასაოცარი აღმოჩენაა. პირველი შემთხვევაა, როდესაც გათხრების შედეგად მთლიანი თერმოპოლიუმი აღმოვაჩინეთ" - თქვა პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორმა მასიმო ოსანამ.

არქეოლოგებმა ასევე იპოვეს, ბრინჯაოს სასმისი, რომელიც პატერას სახელითაა ცნობილი, კერამიკის ჭურჭელი, რომელსაც კერძების მოსამზადებლად იყენებდნენ, ღვინის მათარები და ამფორები.

"ჩვენი წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ დახლზე გამოსახული ფიგურები ნაწილობრივ მაინც ასახავს იმ საჭმელსა და სასმელებს, რომლებიც აქ იყიდებოდა." - თქვა ვალერია ამორეტიმ, პომპეიში მომუშავე ანთროპოლოგმა.

არქეოლოგებმა გათხრებისას იპოვეს ღორის, საქონლის ხორცის და თევზეულის კვალი, რაც ვალერია ამორეტის თქმით, მიანიშნებს ცხოველური პროდუქტების მრავალფეროვნებაზე, რომლებისაც კერძების მოსამზადებლად იყენებდნენ.

AP
AP
AP
AP

ანტიკური ქალაქი პომპეი ნეაპოლიდან 23 კილომეტრითაა დაშორებული. ჩ.წ. 79-წელს პომპეის მახლობლად ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქი ვულკანურმა ფერფლმა დაიფარა. ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობდა. უძველესი ქალაქის ნანგრევები მე-16 საუკუნეში აღმოაჩინეს. არქეოლოგიური გათხრები კი 1750-იანი წლებიდან დაიწყო. დღეისთვის ქალაქის დაალოებით სამი მესამედი გაწმენდილია. ქალაქი ბერძნულ-რომაული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილი. პომპეი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

არქეოლოგიაპომპეიაღმოჩენა პომპეიში

ამავე თემაზე

  • შაბათი, 2 მარტი, 2024 - 20:34პომპეიში გათხრების შედეგად მითოლოგიური სცენის ამსახველი ფრესკა აღმოაჩინეს
  • ოთხშაბათი, 30 მაისი, 2018 - 17:11არქეოლოგებმა პომპეის ტერიტორიაზე თითქმის 2000 წლის წინანდელი ჩონჩხი იპოვეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 21:25

საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები

"გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა" - ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:33

"გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა" - ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:22

ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:22

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო

"იარაღი გაფორმებული ჰქონდა" - რას ჰყვება 4 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 18:47

"იარაღი გაფორმებული ჰქონდა" - რას ჰყვება 4 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
3გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
4ზატულინი გიორგი ჭიღლაძეზე: დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
5Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕